პრისეილერი

ფეიდალ ჯორჯია

შპს ფეიდალ ჯორჯია არის შეკრული მაღალკვალიფიციურ პროფესინალთა გუნდი, რომელიც უმაღლეს დონეზე ასრულებს ნებისმიერი სირთულის პროექტს და ამოცანას. კომპანია (რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნით PREMIER) უკვე მრავალი წელია ჩვენს მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ევროპული ხარისხის პროდუქტს და მომსახურეობას. ჩვენი ბიზნესის ძირითად სეგმენტს წარმოადგენს ევროპიდან საამშენებლო, სარემონტო მასალების და ინსტრუმენტების იმპორტი და დისტრიბუცია, მთელი ქვეყნის მაშტაბით. 

შპს ფეიდალ ჯორჯია ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა : FEIDAL, NMC, HARDY, SCLEY, KUSSNER, GRONE, WKRET-MET, NOVAYA VYSOTA, KUDO.

კომპანია ფეიდალ ჯორჯია სადისტრიბუციო მომსახურებას უწევს 700-ზე მეტ საამშენებლო-სარემონტო სავაჭრო ობიექტს ასევე DIY ცენტრებს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. დილერებს ვთავაზობთ მოქნილ ლოჯისტიკის სისტემას, ასევე ვუზრუნველყოფთ სავაჭრო სივრცეში დადგენილი სტანდარტის მიხედვით სპეციალიზირებულ სტენდებზე ჩვენი პროდუქციის განთავსებას. გვაქვს შემუშავებული კონსიგნაციის გამარტივებული ფორმა, რომელიც ხელს უწყობს დილერებს პროდუქციის რეალიზაციაში.

შპს ფეიდალ ჯორჯიამ 2019 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი ,,ზიარი". კომპანიის თითოეული თანამშრომელი ჩართულია ქველმოქმედებაში და ნებისმიერი თანხის შემოწირულობა, რომელიც ირიცხება ფონდში კომპანიის დამფუძნებლების მიერ ორმაგდება. ამით ვცდილობთ წავახალისოთ ქველმოქმედება. ფონდი ,,ზიარი"-ს ძირითადი ბენეფიციარები არიან მიუსაფარი მოხუცები, მზუნველობამოკლებული ბავშვები და მრავალშვილიანი ოჯახები. უკვე მრავალი საქველმოქმედო აქცია განხორციელდა და ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შევუმსუბუქეთ შეჭირვებული ყოფა. ფონდი აქტიურ მონაწილეობას იღებს ახალი COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

 

მოთხოვნები: 

  • განათლება: საშუალო +
  • მართვის მოწმობა: B (მექანიკა)
  • ასაკი: 21+
  • უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირს

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • ენერგიული და მოტივირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პრეზენტაციის უნარი:

 

მოვალეობები:

  • უკვე არსებული ქსელის მომსახურება და ქსელის გაზრდა
  • საკუთარი პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
  • კონკურენტი კომპანიების პროდუქციის შესწავლა და ანალიზი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე feidalgeorgiaofficial@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 028 010 დავითი  +995 591 028 024 გიორგი.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/08/2020
ბოლო ვადა: 21/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: