პრისეილერი

ბოყვა

"ბოყვა" პლასტმასის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2009  წელს. ბოყვას მიზანია, აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია და გაუწიოს კონკურენცია იმპორტირებულ საქონელს,  კომპანია "ბოყვა" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,ბოყვა“ აცხადებს ვაკანსიას  პრისეილერის პოზიციაზე.

 

პირობები:

  • მდებარეობა:             თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი:     სრული

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა აუცილებელია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

 

მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება, მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
  • ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოვებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პრეზენტაციის ჩატარება და ახალი პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება კლიენტებისთვის;
  • გაყიდული პროდუქციის ახალ და ძველ ობიექტებზე ანგარიშგების მომზადება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა;

 

უნარ-ჩვევები:                 

  • გაყიდვებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ახაი ობიექტების ათვისების უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
  • დოკუმენტებთან და პოკეტთან  სრულყოფილად მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: info@bokvaplast.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პრისეილერი“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  28 მარტი

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, ბოყვა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: