პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსი

ფრიდრიხ ებერტის ფონდი

„ერთად უკეთესია“ (Better Together)

პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსი

 

ფოტოხელოვნებს, ფოტომოყვარულებს, აქტივისტებს, დიზაინერებს, ჟურნალისტებს და ყველა დაინტერესებულ პირს ვიწვევთ კონკრუსში მონაწილეობის მისაღებად!

 

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამოქალაქო ჩართულობის და სოლიდარობის კამპანიის -„ერთად უკეთესია” ფარგლებში, ვიწვევთ 35 წლამდე ახალგაზრდებს მონაწილეობის მისაღებად და თავიანთი სათქმელის შემოქმედებითი სახით - ვიზუალის და სლოგანის მეშვეობით გადმოსაცემად.

სამოქალაქო ჩართულობის და სოლიდარობის კამპანია - -„ერთად უკეთესია” , განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, მსოფლიო პანდემიის პირობებში, როცა ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნება და ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერა, განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას; როცა ყოველი ჩვენი ნაბიჯი, პირდპაირ განსაზღვრავს ათასობით ადამიანის ბედს;

სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა ერთობლივად ავამაღლოთ ცნობიერება ზემოთაღნიშნულ საკითხებზე.

 

ნამუშევარი უნდა მოიცავდეს შემდეგ ქვე-თემებს:

  • გამოიყენე შენი პრივილეგია როგორც მოქალაქემ - მიიღე მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში!
  • სამოქალაქო ინიციატივები - ჩემი შესაძლებლობა!
  • კარგი ადამიანი = კარგი მოქალაქე ?
  • დაიცავი შენი თანამოქალაქის უფლება და არ შელახო მისი ღირსება!
  • იყავი ტოლერანტული განსხვავებული ჯგუფების მიმართ!
  • მრავალფეროვანი გარემო - ჩვენი უპირატესობაა!
  • არ კმარა მხოლოდ თანაგრძნობა, ვიყოთ სოლიდარულები!
  • „ჩვენ“ და არა „მე“.
  • იყავი სოლიდარული პანდემიის ეპოქაში!

 

 

  • ნამუშევარმა უნდა გადმოსცეს მთავარი თემა „ერთად უკეთესია“ და მინიმუმ ერთი ქვე-თემა, კრეატიუილი, მოკლე, ადვილად გასაგები და პოზიტიური სლოგანის და ნამუშევრის ერთობლიობით;
  • თითუეულს კონკურსანტს, სურვილის შემთხვევაში, შუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი ნამუშევარი (თუმცა ორ განსხვავბეულ ქვე-თემაზე);
  •  ნამუშევრრების მთავარი სათქმელი და სლოგანი მოქცეული უნდა იყოს ფოტო სივრცეში ან წარმოადგენდეს პრინტის ნაწილს;

 

 

 

კონკურსის მოთხოვნები:

  • კონკურსანტმა ნაშრომი უნდა წარმოადგინოს:
    • პოსტერი: A4 ფორმატის PDFფაილი;
    • ფოტო: მაღალი რეზოლუციის JPEG ფაილი; ასევე შესაძლებელია რომ ფოტო იყოს დამუშავებული სხვადასხვა გრაფიკული პროგრამის მეშვეობით, თუმცა ეს სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენს.
  • ნამუშევრები უნდა წარმოადგენდეს ავტორის ორიგინალურ ნაშრომს და ფოტო უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. საავტორო უფლების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს, ხოლო მონაწილე მოიხსნება კონკურსიდან;
  • მონაწილეობით ავტორი თანხმდება, რომ მისი ნაშრომი განთავსდეს სოციალურ მედიაში ან ამავე თემატიკაზე ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

 

 

ვადები და ტექნიკური დეტალები:

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ აპლიკაციის ფორმა და ნამუშევარი ელექტრონულად: event@fesgeo.ge (იმეილის თემად მიუთითეთ: კონკურსი „სამოქალაქო ჩართულობა და სოლიდარობა“)
  • ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 4 მაისი.
  • ნამუშევრები შეირჩევა ებერტის ფონდის ჟიურის და სოციალური მედიის მომხმარებლების საშუალებით; გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით;
  • პირველადი შერჩევით დახარისხებული ნამუშევრები განთავსდება ებერტის ფონდის Facebook გვერდზე და Facebook-ზე ხმის მიცემა გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში.

 

დამატებით კითხვების შემთხვევეაში დაგვიკავშირდით: event@fesgeo.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/04/2020
ბოლო ვადა: 12/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: