პოს-ტერმინალების კურიერი

ბს/2 ჯორჯია

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით. "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოს-ტერმინალების კურიერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი ძირითადი მოვალეობა: საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა; მოთხოვნები: ** გარკვეული ცოდნა IT სფეროში; ** სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში; ** ენების ფლობა: ქართული და რუსული კარგად; ** პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა; ** ქ. თბილისის ქუჩების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების უნარი. ანაზღაურება - 700 ლარი (+ მანქანის იჯარა) გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt სათაურის ველში მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/10/2020
ბოლო ვადა: 08/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: