პირველადი სამედიცინო დახმარება

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გთავაზობთ ტრენინგს: პირველადი სამედიცინო დახმარება.

ტრენინგი სრულად მიეძღვნება პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას. მისი მიზანია პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების შესწავლა. კურსში განხილული იქნება სიცოცხლისთვის საშიში ის სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენს სიკვდილის უხშირეს მიზეზებს საავადმყოფოს გარეთ განვითარებული კრიტიკული მდგომარეობების დროს. კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმი, არსი, მიზანი;
  • გარემოს უსაფრთხოების შეფასება;
  • გულის გაჩერება, გულ-ფილტვის რეანიმაცია;
  • სასუნთქი გზების ობსტრუქცია და დახმარება;
  • ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი;
  • ტრავმების მართვა: მოტეხილობა, ამოვარდნილობა;
  • კისრის მალებისა და ხერხემლის ტრამვა;
  • სისხლდენის მართვა: სისხლდენა და გარეგანი სისხლდენის შეჩერების მეთოდები;
  • ინფექციური დაავადებების პირველადი პრევენციის მექანიზმები, COVID 19-ის მიმოხილვა;
  • გველისა და მწერის ნაკბენის შემთხვევებში მოქმედება;
  • ჰიპოთერმია, გადახურება და მზის დაკვრა, დამწვრობა - სიმპტომების ამოცნობა და მართვა;
  • ელექტრო ტრავმა, წყალში დახრჩობა.

 

ტრენერი:

გიორგი ტატულაშვილი, კლინიკური უნარჩვევების ლექტორი და CME კურსის ტრენერი, ლიცენზირებული პარამედიკოსი, პირველადი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორი. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 17 მაისისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.

 

თარიღი: 19 მაისი, 2021, 11:00 – 16:00 ტრენინგის გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი. ტრენინგის საფასური: 150 ლარი. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.

 

მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/05/2021
ბოლო ვადა: 30/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: