LOT.ge
პირადი მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია
სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე პირადი მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრული უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, სტომატოლოგიური, ჯანდაცვის ფაკულტეტი);
- სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პრაქტიკოს ექიმად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- დაზღვეულების პირისპირ და სატელეფონო მომსახურება;
- დაზღვეულთა იდენტიფიკაცია;
- პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული შეტყობინებების გაცნობა;
- დაზღვეულთა ინფორმირება და კონსულტირება ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე;
- დაზღვეულთა ინფორმირება და კონსულტირება სამედიცინო მომსახურეობის მიღების წესებთან დაკავშირებით;
- კომპეტენციის ფარგლებში ანაზღაურების პროცესში ჩართვა;
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და დაზღვეულისთვის მიწოდება;
პიროვნული მახასიათებლები
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გამართული მეტყველების უნარი;
- კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
- ადაპტაციის უნარი;
- კოლეგიალურობა;
- დეტალებზე ორინეტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - პირადი მენეჯერი (ლათინური შრიფტით). განაცხადები მიიღება 2020 წლის 27 ივლისამდე.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 27/07/2020