LOT.ge
PHP დეველოპერი
კაიზერ გრუპ
კომპანია „კაიზერ გრუპ“ (პროგრამირება, ჰარდის და სოფტის დიზაინი და დეველოპმენტი) აცხადებს ვაკანსიას PHP დეველოპერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სტრატეგიული ამოცანების დაპროექტება/შესრულება.
დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:
- განათლება: უმაღლესი ან სპეციალური, დასაშვებია ამ პოზიციაზე 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კვალიფიკაცია: PHP, JavaScript ენების სრულყოფილი ცოდნა, CSS სრულყოფილი ცოდნა. კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენები: აუცილებელია რუსული და სასურველია ინგლისური ტექნიკურ დონეზე;
- უნარ-ჩვევები: პრეზენტაბელურობა, დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი;
- მუშაობის გამოცდილება: იგივე, ან მსგავს სამუშაოზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- დამატებითი მახასიათებლები: ბიზნესისადმი ერთგულება, განვითარების შესაძლებლობა, კომუნიკაბელურობა, დისციპლინირებულობა, ანალიზის, სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისა და ადამიანთა მოსმენისა და დარწმუნების უნარი;
- განსაკუთრებული მოთხოვნა: დასახული ამოცანის ზედმიწევნით შესრულება, პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარი და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
ანაზღაურება:
სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. მინიმალური 750 ლარის ოდენობით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართული, ინგლისური) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე Office@kaiser-group.ge,
2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითოთ “PHP დეველოპერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
750 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/09/2020
ბოლო ვადა: 14/10/2020
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/09/2020
ბოლო ვადა: 14/10/2020