პერსონალიზაციის სპეციალისტი

ჯორჯიან ქარდი

სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას პერსონალიზაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • საბანკო და არასაბანკო ბარათების გამოშვებასთან დაკავშირებული სრული პროცესის ცოდნა და მართვა
  • საბანკო და არასაბანკო ბარათების მოსამზადებელი ფაილების პროცედურის შესაბამისად დამუშავება და დაბეჭდვა
  • სტანდარტული და ინდივიდუალური დიზაინის ბარათების ბეჭდვის ხარისხის კონტროლი
  • ბარათის ტიპის შესაბამისად პლასტიკის დახარისხება და კონტროლი
  • ბარათების დასაბეჭდი მოწყობილობის გამართულობის მონიტორინგი
  • ბარათების ტიპების მიხედვით ძირითადი კონფიგურაციების ცოდნა, მათ შორის ცვლილების შეტანა და განახლებული კონფიგურაციით ბარათის ბეჭდვა
  • ბარათების ბეჭდვის პროცესში დაფიქსირებული შეცდომების იდენტიფიცირება და დროული მოგვარება
  • ბარათების ინვენტარიზაცია და სისტემატიური ანგარიშგება ნაშთების შესახებ
  • დაბეჭდილი ბარათების დახარისხება კლიენტი ორგანიზაციებისთვის მისაწოდებლად
  • ემბოსირების პროცესის შემდეგ ნარჩენი მასალების პროცედურის მიხედვით დახარისხება
  • ბარათების ყოველდღიური ბალანსის წარმოება
  • ინდივიდუალურ სეიფებში არსებული ბარათების მარაგის კონტროლი და მოთხოვნის შესაბამისად მარაგის შევსება ძირითადი საცავიდან
  • პერსონალიზაციის გარემოსთვის დადგენილი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა
  • პერიოდული ანგარიშგება კლიენტი ორგანიზაციებისთვის დაბეჭდილი ბარათების რაოდენობაზე
  • პერსონალიზაციის გარემოში არსებული ინვენტარისთვის სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების მარაგის წინასწარ განსაზღვრა და შეკვეთის დაგეგმვა.

 

მოვალეობები:

  • ელ-ფოსტის სისტემატურად შემოწმება
  • დადგენილი პროცედურითა შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ
  • არასტანდარტული სიტუაციის შესახებ მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება
  • სამუშაო ადგილის, ინფორმაციის, წვდომების საშუალებათა კონფიდენციალობის დაცვა
  • პროგრამული უზრუნველყოფის პაროლების კონფიდენციალობის შენახვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
  • სასურველია IT სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • MS Office პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების, ინფორმაციის ანალიზისა და სისტემატიზირების უნარი
  • ვადების მკაცრად დაცვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

 

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 17 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 17/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: