პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი

OPPA

სს “ოპპა” (ყოფილი სს “ნოვა ტექნოლოჯი”) ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: თბილისი.

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • პარტნიორი კომპანიების მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, შევსება, რედაქტირება, განახლება.
  • პარტნიორების კატალოგის სრულყოფა, შევსება და მუდმივი განახლება, მის სისწორეზე პასუხისმგებლობა;
  • შიდა და გარე რეპორტების მომზადება;
  • პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა, საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია - ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

 

 

უნარები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • გუნდურობა.

 

 

ჩვენ გთავაზობთ: შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს! გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/10/2020
ბოლო ვადა: 22/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: