ოპერაციების ადმინისტრატორი

თრეიდ სერვისი

საერთაშორისო სადისტრიბუციო ორგანიზაცია Trade Service აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების ადმინისტრატორზე თბილისში. 

 

Trade Service არის საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია და არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს ელექტროტექნიკური საქონლის დისტრიბუციას 2010 წლიდან. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების სისწორეში მოყვანა და მონიტორინგი 
  • უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა  
  • ბუღალტერთან კოორდინირებული მუშაობა 
  • პროცესების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება 
  • საჯარო მომსახურების სააგენტოებთან კომუნიკაცია 
  • საწყობში არსებული მარაგების აღწერა, მონიტორინგი, ახალი საქონლის მიღება და დისტრიბუციაზე გასაშვებად მომზადება 
  • დისტრიბუციის პროცესების სისტემური ასახვა 
  • ონლაინ მაღაზიაში შესაბამისი პროდუქტების აღრიცხვა, მოწესრიგება და მონიტორინგი 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლება (იურიდიული, ბუღალტრული, IT ან ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად) 
  • არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება, გამოცდილებას ჩვენთნ შეიძენს და შრომისუნარის ეფექტური გამოვლინების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი დაწინაურებები 

 

აუცილებელი უნარები: 

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა  
  • Microsoft Office-ის ცოდნა 
  • სტრესულ გარემოებებში მუშაობის უნარი 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • აქტიური და ინიციატივიანი 
  • მოწესრიგებული 
  • ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  • გუნდურად მუშაობის უნარი 
  • შრომისუნარიანი და მიზანდასახული 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • საუკეთსო სამუშაო გარემოს 
  • პროფესიული განვითარების პერსპექტივას 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@tradeservice.ge.  გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოპერაციების ადმინისტრატორი,  წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.    გისურვებთ წარმატებას! 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/06/2020
ბოლო ვადა: 03/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: