ონლაინ სკოლა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე

საფარი

"საფარი" აცხადებს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს ონლაინ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. კურსი განკუთვნილია ქალთა საკითხებზე მომუშავე იმ სპეციალისტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ცოდნა და მუშაობს, ან მომავალში აპირებს მუშაობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე. სკოლის სასწავლო პროგრამა მათ შორის მოიცავს შემდეგ საკითხებს: ** ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში; ** ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა; ** ეკონომიკური ძალადობის კვლევა ხორვატიის გამოცდილებაზე დაყრდნობით; ** კოვიდის გავლენა და ეკონომიკის სტიმულირების გენდერული ასპექტები; ** ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადვოკატირების სტრატეგიები და სხვ. სავალდებულო მოთხოვნები: ** კურსით დაინტერესებულ პირს უკვე უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება კურსის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე; ** თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, ვინაიდან სკოლა ჩატარდება ინგლისურ ენაზე; ** შესაძლოა იყოს როგორ არასამათავრობო, ისე სამთავრობო ან კერძო სექტორის წარმომადგენელი; ** სავალდებულოა ონლაინ სესიებზე დასწრება; ** სავალდებულოა წინასწარ დარიგებული საკითხავი მასალის გაცნობა; ** უპირატესობა მიენიჭებათ ქალ მონაწილეებს. ონლაინ სკოლა გაიმართება სექტემბერში, დაგეგმილია 10 ორსაათიანი ონლაინ სესია. კურსს გაუძღვებიან ქართველი, ავსტრიელი და ხორვატი ექსპერტები. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. კურსის ფარგლებში მონაწილეებს მოუწევთ 1 ბლოგის მომზადება ქართულ ენაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე. კურსდამთავრებულებს მომავალში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა საფარის მიერ დაგეგმილ საადვოკაციო კამპანიებში. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 250 სიტყვა). განცხადებების მიღება წარმოებს 27 აგვისტოს ჩათვლით. განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "ონლაინ სკოლა". შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/08/2020
ბოლო ვადა: 27/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: