ონლაინ სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი - წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნება

Academy 26

განცხადების სათაური:  

ონლაინ სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი - “წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნება” 

 

ახლად დაფუძნებული საგანგმანათლებლო ორგანიზაცია „აკადემია 26“, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე, საერთაშორისო მიდგომებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სემინარებს, ვებინარებსა და კურსებს, აცხადებას მიღებას ტრენინგზე - „წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნება“. 

 

რატომ გავიარო ტრენინგი? - მოლაპარაკებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სამსახურში, ჩვენს გარშემო მყოფებთან გაუცნობიერებლად თუ მიზანმიმართულად მუდამ გვიწევს მოლაპარაკებების წარმოება. მათი მნიშვნელობა იზრდება მაშინ, როდესაც მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამ დროს ვაცნობიერებთ, რომ მოლაპარაკების ზუსტი ტექნიკებისა და მეთოდების ცოდნა წარმატების მიღწევის შანსებს ერთიორად გაზრდიდა. სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს ტრენინგ - კურსი „წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნება“.  

 

ტრენერი: ტრენინგს უძღვება თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) აკადემიური პროგრამების კოორდინატორი და free-lance ჟურნალისტი გვანცა კაკაურიძე. იგი სტატიებს მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე სხვადასხვა ქართულ და უცხოურ პლატფორმებზე აქვეყნებს. მას განათლება ლიეტუვისა (Vytautas Magnus University) და ბელგიის (University of Gent) უნივერსიტეტებში საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით აქვს მიღებული. ფლობს მიჩიგანის უნივერსიტეტის კურსის - „Successful Negotiation: Essential Strategies and Skills” სერტიფიკატს.  

 

ტრენინგის შემადგენლობა: ტრენინგი შედგება სამი მოდულისგან.  

მოდული 1: მოლაპარაკება  და მისი შემადგენელი ნაწილები (მოლაპარაკების არსი და მნიშვნელობა; მოლაპარაკების ფორმები - Soft/Hard/Principled; ინტეგრაციული მოლაპარაკებების 4 პრინციპი). 

მოდული 2: მოლაპარაკებების პროცესი (მეორე მხარის გაცნობა/ანალიზი; საკუთარი ძალისა და უპირატესობის გაცნობა/ანალიზი (BATNA); ფსიქოლოგიური ხერხების და ხრიკების თავიდან აცილება; ფსიქოლოგიური ხერხები/ხრიკები: წარმართვა (Anchoring); მითიური/ფიქსირებული ღვეზელი (Fixed Pie Effect);  ზედმეტი თავდაჯერებულობა (Overconfidence); ჩარჩოში მოქცევა (Framing); ხელმისაწვდომობა (Availability); სამაგიერო (Reciprocity); კონტრასტის პრინციპი (Principle of Contrast);  დიდი სურათის პერსპექტივა (Big Picture Perspective). 

მოდული 3: მოლაპარაკების კულტურული ასპექტები და სხეულის ენის მნიშვნელობა (მოლაპარაკების მულტიკულტურული ასპექტები; ამერიკული მოლაპარაკებები; ჩინური მოლაპარაკებები; ევროპული მოლაპარაკებები; რუსული მოლაპარაკებები;  სხეულის ენის მნიშვნელობა მოლაპარაკებებში; სხეულის ენის ამოცნობის მეთოდები). 

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე (6 საათი) 

 

ტრენინგის საფასური: 45 ლარი 

 

კურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: 

https://docs.google.com/forms/d/1-RXQciL1o4YbsgMR4fyF3goFrTB2u71VhMj7zfaowsQ/edit 

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

მობ.: +995 598 48 08 58 

e-mail.info.academy26@gmail.com 

www.facebook.com/academy26akademia 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 27/11/2020
ბოლო ვადა: 25/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: