ონლაინ მაღაზიის ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სუფთა სახლი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 165 ფილიალით.

  

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას „ონლაინ მაღაზიის ქოლ-ცენტრის ოპერატორის“ პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ცვლები

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
  • ვებ-გვერდზე შემოსულ მესიჯებზე რეაგირების მოხდენა;
  • მომხარებლისთვის შეკვეთების გაფორმებაში კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთის დაკორექტირების საჭიროებისას მომხარებელთან კომუნიკაცია;
  • რეპორტის მომზადება გაყიდვებისთვის;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი (განიხილება სტუდენტებიც);
  • გამართული მეტყველებისა და წერის უნარები;
  • ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • პასუხიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge .   გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/12/2020
ბოლო ვადა: 19/01/2021

მსგავსი ვაკანსიები: