ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი

გრანდ ელექტრონიქსი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

 

კომპანია დაარსდა 1995 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და „Grand Electronics”-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ მეგალაინში. შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილისა და „ისთ-ფოინთის“ ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით „გრანდ ელექტრონიქსი“ ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, მინიმალური ანაზღაურება იწყება 600 ლარიდან.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საიტზე განთავსებული მაღაზიის პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მომხმარებლების შეკითვებზე პასუხი;
  • კომენტარებსა და შემოსულ ზარებზე პასუხი, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის დისტანციურ რეჟიმში გაყიდვა;
  • მომხმარებლისათვის ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება;
  • შეკვეთების ჩანიშვნა, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისი დეპარტამენტისათის გადაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში, ტექნიკის მიმართულებით.
  • განიხილებიან მხოლოდ ტექნიკის მაღაზიაში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატები.
  • აუცილებელია საყოფაცხოვრებო და წვრილი ტექნიკის ძირითადი მახასიათებლების, ასევე ბაზარზე არსებული ბრენდების სრულყოფილი ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომპიუტერთან მუშაობისა და ინფორმაციის მოკლე დროში მოძიების უნარი;
  • ყურადღებიანი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

ვაკასიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@grandel.ge გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 31/03/2020
ბოლო ვადა: 14/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: