ონლაინ განვადების მენეჯერი

zoommer

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ონლაინ განვადების მენეჯერის თანამდებობაზე.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება დადგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
  • პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური, თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია;
  • კლიენტების კვალიფიციური კონსულტირება და ხარისხიანი მომსახურება;
  • საბანკო ონლაინ განვადების განაცხადის შევსებაში დახმარება კლიენტებისთვის;
  • დოკუმენტებს წარმოება, საჭიროების შემთხვევაში;
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
  • აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
  • ქართული ენა - სრულყოფილად;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,ონლაინ განვადების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 29/05/2020
ბოლო ვადა: 26/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: