LOT.ge
ოჯახის ექიმი
მედისონ ჰოლდინგი
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ონლაინ კონსულტაციის ოჯახის ექიმის ვაკანსიას.
სამუშაო გრაფიკი - შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მუხიანი გობრონიძის 27
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სეზონური გრიპისა და COVID - 1 9 - ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით კოვიდ დადასტურებული პირებისთვის სატელეფონო, ონლაინ კონსულტაციის გაწევა დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესაბამის პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო საქმე/პედიატრი/თერაპევტი);
- სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hr@medison.ge და „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/11/2020
ბოლო ვადა: 24/12/2020