ოჯახის ექიმთა ინსპექტირების მთავარი სპეციალისტი

პსპ დაზღვევა

სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ოჯახის ექიმთა ინსპექტირების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე  ვაკანსიას.

 

ძირითადი  მოვალეობები:

  • ოჯახის ექიმების მიერ გაცემული მიმართვების ანალიზი და მონიტორინგი;
  • ხარვეზების აღმოჩენა და პრობლემური შემთხვევების დარეგულირება;
  • ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  • სამუშაო პროტოკოლების შემუშავებაში მონაწილეობა და კონტროლი;
  • დელეგირების ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების დადასტურება.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია თერაპიის მიმართულებით) 
  • კლინიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანობა და დიპლომატიურობა;
  • კარგი არგუმენტაციის უნარი;
  • პუნქტუალობა და აკურატულობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის  30 ნოემბერი


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/11/2020
ბოლო ვადა: 18/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: