ოჯახის ექიმი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციაზე: ოჯახის ექიმი - 5 ვაკანსია. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრი (ამბულატორია), ნოდარ ბოხუას ქ. №9 მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1000-დან 2500 ლარამდე (ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ფუნქცია-მოვალეობები: ** პაციენტისთვის მომსახურების გაწევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში: კონსულტირება, მეთვალყურეობა, რეფერალი, საკონსულტაციო ფორმების, ცნობების, მიმართვებისა და რეცეპტების გაცემა; ** პაციენტისათვის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და დროული მიმართვის ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის გამოკვლევებზე ან/და ვიწრო სპეციალისტთან გაგზავნა; ** პაციენტის ლაბორატორიაში, სპეციალისტთან ან ჰოსპიტალში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების შემთხვევაში, მეთვალყურეობისა და მკურნალობის უზრუნველყოფა; ** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ინფორმაციის ასახვა პროგრამულად; ** დაწესებულების მიერ გაწერილი სტანდარტისა და პროცედურების ზედმიწევნით შესრულება; ** პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა, სამედიცინო ეთიკის, კოლეგიალობისა და სუბორდინაციის პრინციპების დაცვა; ** დაზღვეული პაციენტებისთვის დაზღვევის პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ზოგადი პროფილით); ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; ** სამედიცინო სფეროში, მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა; ** სტრესის დაძლევისა და კრიტიკის მიღების უნარი; ** კეთილსინდისიერება/სანდოობა; ** მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი; ** მზრუნველობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** მიზანსწრაფულობა; ** ადაპტაციის უნარი წარმოსადგენი დოკუმენტები: ** CV; ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ** ოჯახის ექიმის საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი; კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ** განაცხადების განხილვა; ** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; ** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 03 ივლისი, 2020 წელი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - hr@newvision.ge. გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/06/2020
ბოლო ვადა: 03/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: