ოჯახის ექიმი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

სსდაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2007  წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელსა და პარტნიორს წარმოადგენს "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" (http://www.vig.com), რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ფინანსურ დაცულობასა და სტაბილურობას, თქვენთან ერთად მუდმივად ვიზრუნოთ ცხოვრების გამარტივებასა და სიმშვიდეზე (https://irao.ge/)

 

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას

თანამდებობა: ოჯახის ექიმი

ადგილმდებარეობა: თბილისი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 ივლისი, 2020 წელი

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • პაცინტის გასინჯვა და კონსულტირება;
  • პაციენტის მომსახურებისას ხარისხის სტანადარტების დაცვა, კომპანიაში არსებული  პროცედურების შესაბამისად  და მის კმაყოფილებაზე/ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
  • დანიშნულების გაცემა კომპანიაში არსებული სამედიცინო გაიდლაინების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გამოკვლევებზე ან ვიწრო სპეციალისტთან გადამისამართება, კომპანიაში დადგენილი გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების დაცვით;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ანკეტის გახსნა და ვიზიტის დეტალების პროგრამული ასახვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (თერაპია/პედიატრია);
  • ოჯახის ექიმის ლიცენზია;
  • მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების  MS Office-ის ცოდნა;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ყურადღებიანობა, გულისხმიერება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მომხმარებლებზე ორიენტირებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: gvantsa.saatashvili@irao.ge ან  დარეგიტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 05/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: