LOT.ge
ოფისის მენეჯერი
ვისტამედი
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას „ოფის-მენეჯერის“ პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
- სატელეფონო ზარების მიღება და სწორი გადამისამართება, აგრეთვე პაციენტებთან ზარების განხორციელება;
- პაციენტთა სარეგისტრაციო ელექტრონული ბაზის მართვა;
- შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა - ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
- რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
- აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.
პიროვნული თვისებები:
- პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
- მიღებული CV-ების გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: careers@vistamedi.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფის-მენეჯერი
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/11/2020
ბოლო ვადა: 18/11/2020