LOT.ge
ოფისის მენეჯერი
სანტექ.ჯგუფი
შ.პ.ს. ”სანტექ.ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- მონაცემთა ბაზების შედგენა, დოკუმენტების შედგენა, მოწესრიგება (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი), მიმდინარე ხარჯების აღრიცხვა (საწვავის აღრიცხვა ჩამოწერის აქტი, კომუნალური, საოფისე ხარჯები), სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.
- ოფისის უზრუნველყოფა საკანცელარიო და სახარჯი მასალით, ოფისის მდგომარეობის კონტროლი, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება.
- რეაგირება შემოსულ მოთხოვნებსა და წერილებზე.
- კომპანიის თანამშრომლების როგორც რეგულარული, ასევე რიგგარეშე შეხვედრების ორგანიზება.
- კომპანიის თანამშრომლების კუთვნილი შვებულებების გეგმა-გრაფიკის შედგენა.
- რიგგარეშე შვებულების გაცემის აუცილებლობის საკითხის განსაზღვრა.
- ავადმყოფობის, სხვა საპატიო ან არასაპატიო მიზეზის გამო სამსახურის გაცდენის ფაქტების აღრიცხვიანობა.
- საოფისე ტექნიკის გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
პიროვნული თვისებები:
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) და ფოტო შემდეგ მისამართზე: santeq.group@gmail.com
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ივნისი.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/06/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020