ოფისის მენეჯერი ქუთაისში

ალგანი

დასახელება: ოფისის მენეჯერი ქ. ქუთაისში

მომწოდებელი: შპს „ალგანი“

გამოქვეყნების თარიღი: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი

დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 6000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1900-მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია “ალგანი”-ს ქ. ქუთაისის რეგიონალური განყოფილება აცხადებს მიღებას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
  • კორესპონდენციის მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 19:00 საათი, შაბათს 10:00 – 14:00 საათი.

ანაზღაურება: 350 ლარი (ხელზე ასაღები)

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995 577 047 039 ლევან კუჭუხიძე

350 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/05/2020
ბოლო ვადა: 19/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: