ოფისის მენეჯერი

ნოვა

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge  www.AVZI.ge  www.INGCO.ge) აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საოფისე საქმიანობის კოორდინირება და ორგანიზება; 
  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; 
  • კორესპონდენციის მართვა და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში; 
  • შეხვედრების ორგანიზება და კლიენტების, სტუმრების, პარტნიორების მიღება / დახვედრის უზრუნველყოფა; 
  • კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში (PR-კამპანიები, წვეულებები, ტრენინგები და ა.შ.) ჩართულობა; 
  • სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა; 
  • საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა; 
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი  განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (მინიმუმ B2-დონე), სასურველია თურქული ენის ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 

 

სხვა მოთხოვნები: 

  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

 

სამუშაო გრაფიკი - სრული 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ივლისი. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ოფის-მენეჯერი“.  

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/06/2020
ბოლო ვადა: 10/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: