ოფისის მენეჯერი

კავკასიის ინვესტიციებისა და ფინანსების კორპორაცია

საინვესტიციო კომპანია სს "კავკასიის ინვესტიციებისა და ფინანსების კორპორაცია" რომლის მართვაშია ლითონ ნაკეთობათა, ავეჯისა და  საღებავების წარმოებები, ქალაქ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ასევე პროექტები სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით აცხადებს ოფისის მენეჯერის ვაკანსიას.

ორგანიზაცია არის განვითარების საწყის ეტაპზე, გააჩნია ამბიციური მიზნები, მის მისაღწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ფინანსური რესუსრსი. თუ გსურთ იყოთ თანამშრომლობაზე,  განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული სწრაფად მზარდი კორპორაციის შექმნის თანამონაწილე შეიძლება ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

იდეალური კანდიდატი იქნება განვითარებაზე ორიენტირებული, ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე ადმინისტრაციული დარგის პროფესიონალი,  რომელსაც შეუძლია გუნდის კოორდინირება საქმეთა მართვის დადგენილი სტანდარტით და გუნდის წევრებისათვის სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყობა. ის არის პროაქტიული, სიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა და წესრიგი.

 

ძირითადი ფუნციები:

  • უზრუნველყოფს ორგანიზაციული მიზნების გაზიარებას ადმინისტრაციული რგოლის ყველა თანამშროლის მიერ, ასევე მიზნების დაყოფას კონკრეტულ ამოცანებად (შესასრულებებლი საქმეები გაიწეროს საქმეთა ნომენკლატურაში) და განაწილებას შესაბამისი  რგოლის ყველა თანამშროლისათვის;
  • კორპორაციის საქმეთა მიმდინარეობისას წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზის შეთანხმება ყოველდღიური თათბირებისა და შეხვედრების საშუალებით;
  • დადგენილი სტანდატის შესაბამისად საქმის წარმოების, საარქივო საქმიანობის, შემოსული და გასული კორესპონდენციის, დირექტორის  ბრძანებების  ადმინისტრირება და მართვა;
  • თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმეების შესახებ პერიოდული (არანაკლებ თვეში ერთხელ) ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა;
  • ოფისის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფა და მათი მართვა;
  • თათბირების, მიღებებისა და შეხვედრების, კონფერენციებისა, ტრენინგების და სხვა ღონისძიებათა ორგანიზება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • პრეზიდენტის N 414 ბრძანებულების ცოდნა;
  • ოფისის მართვის გამოცდილება;
  • დოკუმენტბრუნვისა და საქმის წარმოების გამოცდილება;
  • მიზნების მისაღწევად მოქმედებების (ამოცანებად და საქმეებად დაყოფა)  დაგეგმვის უნარი;
  • შიდა და გარე ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით საქმეების მართვის უნარი;
  • ზეპირი და წერილობითი დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე (working proficiency).

 

ანაზღაურება:  2500 დარიცხული

 

გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.cifcorp@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურში  მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ მცირე რაოდენობით შერჩეულ კანდიდატებთან.

 

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/09/2020
ბოლო ვადა: 07/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: