ოფისის მენეჯერი

Hotel Hub Group

“Hotel Hub Groupაცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისის ორგანიზება (ინვენტარის, მოწყობილობების, მარაგების კონტროლი), ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებსა და მეილზე პასუხის გაცემა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • საკურიერო, სატელეკომუნიკაციო, საკანცელარიო და ოფისის სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებთან;
  • სტუმრების მიღება/გაცილება;
  • სხვა დავალებების შესრულება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
  • აუცილიებელია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მობილიზებული, მოწესრიგებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური, კოლეგიალური;

 

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

მადლობას გიხდით „Hotel Hub Group“-ში არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 26/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: