ოფისის მენეჯერი

ბიოტექნოლოგიური კომპანია ABM

ბიოტექნოლოგიური კომპანია „ABM“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

 

ძირითადი ვალდებულებები

  • დირექტორის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;
  • კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მონაწილეობის მიღება;
  • დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
  • დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული დავალებების შესრულების შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ დირექტორის ინფორმირება;
  • სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება საქმის წარმოების კუთხით, შეეძლოს ხელშეკრულებების შედგენა და ა.შ.

 

განათლება და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (იურიდიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების თავისუფლად ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მენეჯერული უნარები;
  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • პრეზენტაციის უნარი.

 

კანდიდატების შერჩევა მოხდება CV-ის და გასაუბრების საფუძველზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: info@abm.com.ge

Subject ველში მიუთითეთ: ვაკანსია - დირექტორის თანაშემწე


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/10/2020
ბოლო ვადა: 23/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: