NL დაზღვევის მომსახურების განყოფილების უფროსი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას NL დაზღვევის მომსახურების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • NL (არა-სამედიცინო და არა-სიცოცხლის) დაზღვევის მომსახურების განყოფილებაში შემავალი პროცესების და თანამშრომლების მართვა;
  • განყოფილებაში არსებული პროცესების და პროცედურების დახვეწა, ახალი პროცედურების შექმნაში მონაწილოების მიღება და მათი დანერგვის უზრუნველყოფა;
  • NL სადაზღვევო შემთხვევების მართვის ოპტიმიზაცია;
  • NL დაზღვევის მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომსახურების მომწოდებლებთან (ე.წ. პროვაიდერებთან) მომსახურების სქემების აწყობა;
  • დამტკიცებული ზარალების ანაზღაურების პოლიტიკის გატარება;
  • მისაღები ზარალიანობის პარამეტრის უზრუნველყოფა და მიღწევის გზების დასახვა;
  • მსხვილი სადაზღვევო შემთხვევების მართვის და დარეგულირების კოორდინაცია;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია გუნდის მართვის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე ანდა NL დაზღვევის (ანდერაიტინგის, სადაზღვევო ანაზღაურების ან რისკების მართვის) მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარი ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მოლაპარაკებების წარმოება
  • ინოვაციების მართვის და დანერგვა
  • ცვლილებების მართვა
  • რთულ სიტუაციებთან გამკლავება
  • ანალიტიკური აზროვნება

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

 

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (NL დაზღვევის მომსახურების განყოფილების უფროსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივლისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

 

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 25/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: