ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ბაზების ზედამხედველი/ოპერატორები

Briggs Environmental Services

ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ბაზების ზედამხედველი/ოპერატორები

 

“Briggs Environmental Services Ltd” არის ბრიტანული კომპანია, რომელიც მსოფლიოში მოქმედებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის მომსახურებით და გააჩნია 35 წლიანი გამოცდილება ნავთობისა და ქიმიური ნივთიერებების დაღვრის ლიკვიდაციასა და მათთან დაკავშირებულ ინციდენტების მართვაში.

ასევე, იგი როგორც საერთაშორისო ტრენინგების მომწოდებელი კომპანია, მუშაობს მომხმარებლებთან მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ტრენინგების ჩასატარებლად.

“Briggs Environmental Services Ltd” იწყებს ოპერირებას საქართველოში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად საკუთარი მომსახურების მიწოდების გზით, მიაღწია რა მნიშვნელოვან კონტრაქტს რეგიონში ნავთობპროდუქტების მომპოვებელ/მილსადენებით გადამზიდ მნიშვნელოვან კლიენტთთან.

აღნიშნული ოპერირების დაწყებისათვის “Briggs Environmental Services Ltd” აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ბაზებზე თბილისში, წალკაში, ბორჯომსა და გარდაბანში (კომპანია „ბი-პის“ სატუმბ სადგურთან).

 

  • 4 x ბაზის ხელმძღვანელი (სუპერვიზორი)
  • 4 x უფროსი ოპერატორი
  • 24 x ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ოპერატორები

 

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ გაქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება შერჩეული სამუშაოსათვის ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესაბამისად, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სრული CV რეზიუმე. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები სრული კომპეტენციის მისაღწევად, რათა “Briggs Environmental Services Ltd”-მ უზრუნველყოს მაღალი კლასის მომსახურების მიწოდება დამკვეთისათვის.

 

მოთხოვნები კანდიდატებისათვის:

  • მინიმალური საინჟინრო განათლება/ტექნიკური უნარები
  • მართვის მოწმობა B, C (სასურველია დამატებით D, E)
  • ინგლისური (კარგი) ზედამხედველებისთვის/უფროსი ოპერატორებისთვის
  • ინგლისური (ბაზისური) ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ოპერატორებისთვის

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას “Send CV” ღილაკზე დაჭერით.


სრული განაკვეთი
თბილისი ,  ბორჯომი ,  წალკა ,  გარდაბანი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/11/2020
ბოლო ვადა: 24/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: