მზა ფუნთუშებისა და შესაფუთი მასალების ხარისხის კონტროლის ოპერატორი

McDonald’s Georgia

მაკდონალდს საქართველო მისი შვილობილი კომპანიისთვის (პურ ფუნთუშეულის საწარმო ხაზისათვის) აცხადებს ვაკანტურ ადგილებს შემდეგ პოზიციებზე:  

 

  • მზა ფუნთუშებისა და შესაფუთი მასალების ხარისხის კონტროლის ოპერატორი (Slicer & Pillow pack operator) – 2 ვაკანტური ადგილი.  

 

პოზიციის ფუნქციები: 

  • ფუნთუშების გადარჩევის ოპერატორი ფუნთუშების დახარისხება / გადარჩევა.დანადგარის მართვა, შესაფუთი მასალების მიწოდება, ვიზუალური კონტროლი. შეფუთული პროდუქციის მოთავსება კონტეინერზე ნუმერაციის მინიჭება.  

 

პოზიციებისათვის განსაზღვრული საბაზისო მოვალეობები: 

  • საწარმოო ხაზის კონკრეტულ სადგურზე მუშაობა დადგენილი წესებისა და სტანდარტების მიხედვით; 
  • პროდუქციის წარმოება და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 
  • ყველა სამუშაო ინსტრუქციის, სტანდარტისა და პროცედურების დაცვა და განხორციელება; 
  • პროდუქციის ტემპერატურული და სანიტარული ნორმების დაცვა; 
  • დანადგარების მოხმარების ინსტრუქციის ცოდნა; 
  • სანიტარული პროცესების დაცვა, პურის ქარხანის ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლი.  
  • პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვა; 
  • სადგურზე საჭირო დოკუმენტაციის (Check list) შევსება; 
  • სამუშაო ადგილის უსაფრთხოების დაცვა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მთავარი ტექნოლოგის ინფორმირება  ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ; 
  • მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ტრენინგში პროდუქტის გაუმჯობესების, სურსათის უვნებლობასა და პროცედურების კუთხით; 
  • HACCP - ის სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად მუშაობა; 

 

მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ავტომატიზირებულ საწარმოო ხაზზე მუშაობის გამოცდილება 

 

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი; 
  • ადგილმდებარეობა: ლილო 

 

ბენეფიტები: 

  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უახლოეს მეტრო სადგურამდე 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • ყოველთვიური კვების დანამატი 
  • სამოტივაციო პროგრამები 
  • სწავლებისა და განვითარების სისტემა 
  • სამუშაო შედეგების სისტემა, რომელსაც უკავშირდება საბონუსე სქემა 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: career@ibh.ge   


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/09/2020
ბოლო ვადა: 04/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: