მუზეუმის ფონდების მცველი

ევროპის უნივერსიტეტი

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" (www.eu.edu.ge) ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში გელოდებათ ღია აკადემიური სივრცე, რომელიც ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას. "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სემდეგ პოზიციაზე: ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ფონდების მცველი. თანამდებობრივი სარგო: 600 ლარი (დარიცხვით) ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, 0141, გურამიშვილის გამზ. 76 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00 საათი (გარდა ორშაბათის, შაბათის და კვირისა) ხელშეკრულების პერიოდი: 10 თვე ძირითადი მოვალეობები: ** მუზეუმის საფონდო მუშაობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება; ** კოლექციების აღრიცხვა-დაცვა, ატრიბუცია, კლასიფიკაცია და სისტემატიზაციის გაუმჯობესება; ** კოლექციების კვლევაში მონაწილეობის მიღება; ** ქვეყნისა თუ საერთაშორისო მასშტაბით დაკავშირებული მიმდინარე პროცესების გაცნობა ხელმძღვანელისთვის; ** კოლექციების მართვის ინოვაციური სტანდარტების დანერგვა და პრაქტიკული განხორციელებისთვის ხელშეწყობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია არქეოლოგია, ისტორია, კულტუროლოგია); ** სასურველია ამ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; ** MS Office-ის ცოდნა (Word - საშუალო, Excel - კარგი); ** ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა). პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები: ** დაგეგმვისა და მართვის უნარი; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი. კონკურსის ვადები: 1. კონკურსი გამოცხადებულია: 2021 წლის 1 თებერვალი. 2. საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით; 3. გასაუბრება ჩატარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში; 4. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2021 წლის 25 თებერვლისა. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ქართულ ენაზე, ელექტრონულ ფოსტაზე: hr@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ფონდების მცველი." "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/02/2021
ბოლო ვადა: 10/02/2021

მსგავსი ვაკანსიები: