მთავარი ტექნოლოგის მიმართულების სპეციალისტი

სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნოლოგის მიმართულების სპეციალისტის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით. კატეგორია: საინჟინრო-ტექნიკური; ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 960 ლარი; ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში. ფუნქციები და პასუხისმგებლობა: ** მექანიკური დეტალების დასამზადებლად ინსტრუმენტის (მჭრელი იარაღი: ბურღები, ფრეზები, განმშლელები, საწელავები, კალიბრები, სამარჯვები და სხვ.) პროექტირება; ** ყველა საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შესრულება სახელმწიფო სტანდარტების დაცვით, უნიფიცირებული და სტანდარტიზებული დეტალებისა და კვანძების მაქსიმალური გამოყენებით; ** სამუშაო ადგილზე აღჭურვილობის ათვისებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება; ** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება. სამუშაოს მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (მანქანათმშენებლობის მიმართულებით); ** სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროში სასურველია 3-5 წლის სამუშაო გამოცდილება; ** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების, აგრეთვე CAD პროგრამების: CATIA V5 და Auto CAD ცოდნა, სასურველია აგრეთვე სხვა პროგრამების ცოდნაც; ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა; ** ნახაზებისა და სხვა საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის გაფორმების სტანდარტების, მეთოდების და ინსტრუქციების ცოდნა; უნარები: ** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; ** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ; ** ცვლილებებისადმი ადაპტაცია; ** კომუნიკაცია; ** პროფესიონალიზმი; ** პროდუქტიულობა; ** ხარისხზე ორიენტირება; ** უსაფრთხოება; ** სტრესულ გარემოში მუშაობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge; სათაურის ველში მიუთითეთ - მთავარი ტექნოლოგის მიმართულების სპეციალისტი.

960 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 11/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: