მთავარი სპეციალისტი

საქართველოს მელიორაცია

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო დავების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სარჩელების მომზადება და სასამართლო დავებზე კომპანიის წარმომადგენლობის უზუნველყოფა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში; ** კომპანიაში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება (შესაგებლების და სამართლებრივი პოზიციების სასამართლოსთვის წარდგენა). კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება, დავების განხილვაში მონაწილეობის მიღება; ** დეპარტამენტის და განყოფილების უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; მაგისტრის აკადემიური ხარისხი - სასურველია; ** იურისტის პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** საადვოკატო საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით; ** უცხო ენების ცოდნა - სასურველია; ** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00სთ-18:00სთ; ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე; ** ანაზღაურება: 1, 620 ლარი (ხელზე). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge; წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Legal-Major Specialist".

1620 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 10/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: