მთავარი ბუღალტრის თანაშემწე

ამბოლი

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - თბილისი, ბელიაშვილის 142 სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი ანაზღაურება: 800-1200 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა; ** ბუღალტრული გატარებების ასახვა პროგრამაში კანონმდებლობის შესაბამისად; ** საგადასახადო პორტალზე მუშაობა, ზედნადებების/ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი; ** პირველადი დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი; ** საბანკო ოპერაციების წარმოება/პროგრამაში ასახვა; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** თვის ფინანსური დახურვისთვის საჭირო სხვა ამოცანების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით; ** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; ** საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. პროფესიული უნარები: ** გუნდურობა ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** განვითარებაზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნება; ** მათემატიკური უნარები; ** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი; ** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2020 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - მთავარი ბუღალტრის თანაშემწე. კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."

800 1200 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/09/2020
ბოლო ვადა: 08/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: