მთავარი ბუღალტრის დამხმარე

გზაჯვარედინი

კომპანია "გზაჯვარედინი" 2007 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში. ძირითად საქმიანობას მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია და მომსახურება წარმოადგენს. კომპანია "გზაჯვარედინი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მთავარი ბუღალტრის დამხმარე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის №122 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-18:00, პარასკევი 09:00-17:00 ** ანაზღაურება: 700-800 ლარი. ** ვაკანტური ადგილი: 1 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიური საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში; ** საბანკო გადარიცხვების წარმოება; ** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების და მომსახურების აქტები), აღრიცხვა და დაარქივება; ** საწვავის ჩამოწერის აქტების წარმოება; ** მასალების ჩამოწერის აქტების მოწესრიგება; ** საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაარქივება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის განათლება (ეკონომიკა/ფინანსები); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (წარმოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** Ms office-ის (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** საგადახდო კანონმდებლობის ცოდნა; პიროვნული უნარები: ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდურობა/კოლეგიალურობა; ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას, პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს, დაზღვევასა და სხვა ბენეფიტებს. კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: nia@crossroad.ge2020 წლის 23 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

700 800 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/06/2020
ბოლო ვადა: 23/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: