მთავარი ბუღალტერი საირმეში

კურორტი საირმე

 კუორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას მთაბვარი ბუღალტრის პოზიციაზე.

 

მდებარეობა:           კურორტი საირმე სამუშაო გრაფიკი:    სრული განაკვეთი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
  • კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა;
  • თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი
  •  ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
  •  კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
  • საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  •  დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა;
  • შიდა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით
  • მთავარ ბუღელტრად მუშაობის გამოცდილება
  • ორისში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
  • სასურველია სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება  

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
  •  სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
  •  კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების აღმოჩენისა და მოგვარების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.  

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge   

.პ.ს. ‘კურორტი საირმე’ გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
ბაღდათი ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: