მთავარი ბუღალტერი

კომპანია ჯან

კომპანია ჯან აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით, მარეგულირებელ ორგანოებში  ინფორმაციის ზუსტი  და დროული წარდგენა;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარდგენა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, პასუხისმგებლობების ეფექტურად გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა;
  • სისტემაში გატარებული ოპერაციების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში გატარებების უზრუნვეყოფა, ხელშეკრულებების ბუღალტრული კუთხით გავლა და ვიზირება;
  • ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით, შიდა რეგულაციისთვის საჭირო პროცედურებისა და ბრძანებების პროექტების  ინიცირება, სხვა სტრუქტურული ერთეულების  მიერ ინიცირებული პროცესების შემუშავებაში ჩართულობა;
  • საგადასახადო აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა;
  • საბუღალტრო სამსახურის მხრიდან კომპანიების კლიენტებთან/პარტნიორებთან (ბანკები, დებიტორები, კრედიტორები და სხვ.) მოლაპარაკება და საქმის წარმოება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება  და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსები/ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ  სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მსხვილ კომპანიაში;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პროფესიული კვალიფიკაცია 
  • ქართული საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   hr@jangaz.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: