მთავარი ბუღალტერი

ფინანსური ბიურო

"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება. ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს. სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე). სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე) ფუნქცია/მოვალეობები: ** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; ** საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა; ** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად; ** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი; ** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა; ** საბუღალტრო რეპორტების მომზადება ** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშება/დეკლარაციების წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება; ** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი; ** კონფიდენციალობის დაცვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

1500 2000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 02/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: