მთავარი ბუღალტერი

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია

საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია,  აცხადებს ვაკანსიას  მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;  
  • საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა;  
  • ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად; 
  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონრტროლი; 
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და  შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა;  
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება; 
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი; 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა  

    ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში; 
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • წარმოებაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა( IFRS); 
  • პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობად; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,); 
  • საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა, საგადასახადო კოდექსის და Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;  
  • სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 

    პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დეტალებისადმი ორიენტირებული; 
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი.  
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

   

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hrbusinesssuccess@gmail.com 

გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/11/2020
ბოლო ვადა: 19/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: