მრავალპროფილური სალონის ადმინისტრატორი ბათუმში

ბიუთი ლაბ ბათუმი

BeautyLab სილამაზის ლაბორატორია   მრავალპროფილური ესთეტიკური ცენტრი ბათუმსა და ფოთში,  რომელიც აერთიენებს ლაზერული ეპილაციისა და  კოსმეტოლოგიის კაბინეტს, სილამაზის სალონისა და  ბარბერ შოფის ყველა მიმართულებასთან.

ბათუმის ფილიალის სალონური მიმართულებისთვის ვეძებთ  ენერგიულ ადმინისტრატორს, რომელიც პროფესიონალებით  დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად შეეცდება თითოეულ  მომხმარებელზე გამორჩეული შთაბეჭდილების დატოვებას  მომსახურებისა და კომუნიკაციის უმაღლესი დონით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჩაწერების მართვა და ოპტიმალურად გადანაწილება შესაბამის პროგრამაში;
  • ზარების მიღება და მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სერვისების შესახებ;
  • მომხმარებლის თავაზიანად დახვედრა, ანგარიშსწორების უზრუნველყოფა და სალაროს მართვა;
  • მარაგების პერიოდული აღწერა და კონტროლი;
  • გასაყიდი პროდუქციისა და დახლების სუფთა, მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • ძირითადი სივრცის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • MS Excel-ში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში;

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე beautylab.batumi@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/04/2021
ბოლო ვადა: 14/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: