მქსოველი

ონლაინი მაღაზია ქეიო

ონლაინ მაღაზია ქეიო ეძებს მქსოველებს - ქსოვა ჩხირით და ყაისნაღით.

ჩვენ ვთვლით რომ შეზღუდული უნარ-ჩვევები არ არსებობს და ქსოვა ყველას შეუძლია ვისაც ამის სურვილი აქვს,  თუ თქვენ მაინც თვლით რომ სხვებთან შედარებით რაიმე უნარი შეზღუდული გაქვთ, მაგრამ ქსოვა შეგიძლიათ აუცილებლად გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები, უპირატესობა სწორედ თქვენ მოგენიჭებათ.

ჩვენ ვთვლით რომ ადამიანს, რომელიც გარკვეული მიზეზით პატიმრობაში იმყოფება, შეუძლია დასაქმდეს, ასე რომ თუ პატიმრობაში ხართ და ქსოვა შეგიძლიათ ან ვინმეს ამ მდგომარეობაში იცნობთ აუცილებლად გამოაგზავნეთ თქვენი/მისი მონაცემები.

თუ ხართ სოციალურად დაუცველი აუცილებლად გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები.

 

მოთხოვნები:

  • ქსოვის ცოდნა, სასურველია კანდიდატმა იცოდეს თარგების კითხვა  

გარემო

  • ყველას შეუძლია მოქსოვოს ადგილზე, სახლიდან გაუსვლელად.  

ეროვნება: ნებისმიერი

ასაკი: შეუზღუდავი

კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს ნებისმიერი კუთხე

 

გამოაგზავნეთ თქვენი მოკლე ბიოგრაფია შემდეგ მისამართზე: tinatin86@gmail.com

აღწერეთ რისი მოქსოვა შეგიძლიათ, რამდენი ხანია რაც ქსოვთ, ამჟამად ქსოვთ თუ არა.. თუ გაქვთ შესაძლებლობა თან დაურთეთ თქვენი მოქსოვილი ნივთების სურათები. აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სტატუსი რათა განვსაზღვროთ უპირატეს სიაში ხართ თუ არა. გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, რათა შევძლოთ დაკავშირება. ჩვენ ყველას დავუკავშირდებით.


სრული განაკვეთი
სხვა ,  თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 11/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: