მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორი

HEKS-EPER

HEKS/EPER (www.eper.ch) ახორცილებს განვითრებაზე ორიენტირებულ 200-მდე პროექტს მსოფლიოს მასშტაბით და აქვს საკოორდინაციო ოფისი 16 ქვეყანაში . საქართველოში ორგანიზაცია მუშაობს 1998 წლიდან და ფინანასურ და ტექნიკურ თანადგომას უწევს ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს ინიციატივების განხორციელების პროცესში, ორიენტირებულია სოფლისა და რეგიონის განვითრებაზე, შემოსავლის ზრდასა და მშვიდობის აღდგენაზე, მიწისა და რესურსების ხელმისაწვდომობაზე, ასევე მდგრადი აგროეკოლოგიური წარმოებისა და ინკლუზიური ბაზრების განვითარებაზე.

HEKS-EPER მონაწილეობს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/The Swiss Agency for Development and Cooperation (SDC) მიერ გამოცხადებულ ტენდერში - „სოფლის მცირე და საშალო ბიზნესის განვითარება საქართველოში“ , (მოსამზადებელი ეტაპი: 2020 წლის დეკემბერი - 2021 სექტემბერი, I ფაზა: 2021 ოქტომბერი - 2024 დეკემბერი). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფელში ქალებისა და მამაკაცების დასაქმებას, შემოსავლის ზრდას მცირე და საშუალო ბიზნესის გაფართოების გზით ფინანსური და ბიზნესის საკონსულტაციო სერვისების ხელმისაწვდომობით.

მოსამზადებელი ეტაპი (ათი თვე) მოიცავს: ა) პროექტის ოფისისა და გუნდის შექმნას; ბ)სიახლეების გაცნობას პროექტით დაინტერსებული პირებსთვის; გ) საჭირო კვლევებისა და შეფასების ჩატარებას; და დ) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ძირითადი ფაზისთვის.

განმახორციელებელი ეტაპი 1 (39 თვე) მოიცავს პროგრამის შესაბამისად წარმართვას იმ დოკუმენტებთან ერთად რომლებიც საწყის ეტაპზე შემუშავდება.

პროექტის დაწყების თარიღი არის 2020 წლის დეკემბერი. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/The Swiss Agency for Development and Cooperation (SDC) მიერ პროქტის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება თანამშრომლების დაქირავება.

 

HEKS-EPER კონსორციუმის პარტნიორებთან ერთად ეძებს კანდიდატს შემდეგი თანამდებობისთვის:

 

 მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორი

  • ბაკალავრის დიპლომი აგრობიზნესის კვლევებში, ფინანსებში, ეკონომიკაში, სოფლის განვითარებაში, მიკრო ფინანსებში, მენეჯმენტში, კოოპერატივების მენეჯმენტში, პროექტების მენეჯმენტში ან სხვა სფეროში;
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის პროექტების მონიტორინგის, პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკული გამოცდილების შესახებ;
  • მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის უნარი დაინტერესებულ მხარეებთან;
  • პროექტის შეფასებისა და მონიტორინგის უნარი;
  • შესანიშნავი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი)

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV მეილზე: tata.zenaishvili@heks-eper.org , არა უგვიანეს 2020 წლის 15 სექტემბრისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის სახელწოდება რომელზეც აგზავნით განაცხადს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/09/2020
ბოლო ვადა: 15/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: