LOT.ge
მონაცემთა დამუშავების და ანალიტიკის სპეციალისტი
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) აცხადებს მონაცემთა დამუშავების და ანალიტიკის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- მონაცემების მოდელირება რეპორტინგის მოთხოვნების შესაბამისად;
- Power BI-ში ერთჯერადი და ავტომატურად განახლებადი რეპორტების შექმნა;
- Data Warehouse-ში ახალი ინფორმაციის წამოღებისთვის აპლიკაციის მხარეების მონაცემთა ბაზების შესწავლა;
- Data Warehouse-ში ახალი ინფორმაციის წამოღება შესაბამისი მონაცემთა ბაზებიდან;
- Data Warehouse-ის ყოველდღიური განახლების მონიტორინგი;
- Power BI-ის ავტომატური რეპორტების განახლებების მონიტორინგი;
- მომხმარებლისთვის Power BI-ის რეპორტებთან და მონაცემთა ბაზებთან წვდომების უზრუნველყოფა IT-სთან თანამშრომლობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით (კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, სტატისტიკა, ფინანსები);
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული ქსელებზე, მონაცემთა ბაზებზე და Cloud-ზე წვდომების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- მონაცემთა მოდელირების/ტრანსფორმაციის ცოდნა;
- თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- შედეგზე ორიენტირების უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 აგვისტო, 2020
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evexhospitals.ge/ka/vacancy/monacemta-damushavebis-da-analitikis-specialisti/477
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/07/2020
ბოლო ვადა: 12/08/2020