მონაცემთა ბაზის დეველოპერი/რეპორტინგის სპეციალისტი

მაგთიკომი

კომპანია „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას ბილინგისა და მონაცემთა დამუშავების დეპარტამენტში Oracle-ის მონაცემთა ბაზის დეველოპერის/რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

დასაქმებულს მოუწევს დიდი მოცულობის მონაცემებთან გაცნობა, მუშაობა, მათი მხარდაჭერა და განვითარება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პერიოდული და  Ad Hoc  რეპორტების მომზადება/ანალიზი
  • მონაცემების შესწავლა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან კომუნიკაცია)
  • რეპორტების ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია
  • შემოსული დავალებების დროში ოპტიმალურად განაწილება
  • სხვადასხვა ვიზუალიზაციის თულების გამოყენებით რეპორტების აწყობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
  • სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით

 

ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • SQL პროცედურული ენის ცოდნა (PL SQL-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
  • მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით.

მონაცემები ფოტოსურათით (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge  ა.წ. 15 მარტის ჩათვლით. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

დაგვიანებით მიღებული CV  არ განიხილება. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 15/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: