მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგიაცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

პასუხისმგებლობები:

  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და მონიტორინგი;
  • როლების, მომხმარებლებისა და უფლებების განაწილება მოთხოვნის შესაბამისად;
  • მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირების უზრუნველყოფა და მათი აღდგენა აუცილებლობის შემთხვევაში;
  • მონაცემთა ბაზაში შეცდომების აღმოჩენა და უზუსტობების აღმოფხვრა;
  • მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
  • მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა.

 

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზების MS SQL Server ადმინისტრირების გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზების მართვის სიტემის სტანდარტული ინსტრუმენტების (PL/SQL Devloper, SQL Plus, SQL Management Studio და სხვ) ცოდნა;
  • SQL, PL/SQL და T-SQL ცოდნა;
  • თანამედროვე სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება;
  • HP-UX, Windows, Linux ოპერაციული სისტემების ზოგადი ცოდნა.

 

გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 თებერვალი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 11/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: