მონაცემთა ანალიტიკოსი

ზოდი

შპს ‘’ზოდი პლიუსი’’ ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ბუნებრივი ქვების, შიდა და გარე კარის, სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. „ზოდი“ წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით თბილისსა და რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად!

 

კომპანია „ზოდი“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემთა ბაზის დამუშავება და ანალიზი.
  • მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი და განახლება;
  • რეპორტების მომზადება;
  • არსებული რეპორტების სტანდარტიზაცია;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკის ან/და სხვა ტექნიკური მიმართულებით.
  • ანალიზის წარმოების უნარი;
  • საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია პროგრამა 1C / „ბალანსთან“ მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • მოტივირებული;
  • პასუხისმგებლიანი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას! CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს’’ზოდი პლიუსი’’ - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/09/2020
ბოლო ვადა: 08/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: