მონაცემების მენეჯერი ყვარელში

ყვარლის ბაგა

შპს „ყვარლის ბაგა“

სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. ყვარელი

პოზიციის დასახელება - მონაცემების მენეჯერი (Data Manager)

 

შპს "ყვარლის ბაგა" საქართველოში რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია რძის წარმოების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა რეგიონში. კომპანია დაარსდა 2010 წელს კახეთში, კერძოდ, ყვარელში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური რეპორტის გაგზავნა უმაღლეს მენეჯმენტთან;
  • შეძენილი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეტანა საბუღალტრო პროგრამაში;
  • კვირაში ერთხელ, შესაძენ პროდუქციაზე მოთხოვნის გამოგზავნამდე, არსებული მარაგების ინვენტარიზაცია და პროდუქციის შეძენაზე მოთხოვნის ფორმის გაგზავნა შესაბამის პირებთან;
  • კომპანიაში პროდუქციის რეალიზაციისას, შიდა გადაზიდვისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა;
  • კომპანიის მიერ შესყიდული საქონლის მიღება და სხვაობის არსებობის შემთხვევაში შესაბამის მომწოდებელთან დაკავშირება, სხვაობის კორექტირების მიზნით;
  • მარაგების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი განცხადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის საიტზე;
  • შაბლონი, მარტივი ხელშეკრულებების შევსება;
  • ყოველი თვის ბოლოს სხვადასხვა რეპორტების გაგზავნა ბუღალტერიაში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით
  • სასურველია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
  • საოფისე პროგრამებისა და MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება

 

სხვა მოთხოვნები:

  • სასურველია პროგრამა FMG-ში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია გამოცდილება მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა-გაცემის კუთხით

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • სამუშაო საათები: დილის 10:00 – 18:00
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ანაზღაურება შეთანხმებით;

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მოგავწოდოთ CV 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - hr@redix.ge


სრული განაკვეთი
ყვარელი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 31/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: