LOT.ge
მომწოდებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
ქართული აგრო სახლი
კომპანია “ქართული აგრო სახლი” აცხადებს ვაკანსიას მომწოდებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ადგილობრივ ფერმერთა მოძიება, თანამშრომლობის პირობების შეთანხმება და გაფორმება
- ადგილობრივ ფერმერთა ბაზის მუდმივი განახლება;
- ადგილობრივ ფერმერთა საქმიანობის შესწავლა და მათი საჭიროებების გამოვლენა;
- ადგილობრივი ფერმერების განვითარების უზრუნველყოფა ინდივიდუალური ან ჯგუფური სწავლების გზით, კონსულტაცია სერტიფიცირების, საგრანტო შესაძლებლობების და სხვა საკითხებში;
- მონაწილეობა წარმოების დაგეგმვის პროცესში, გეგმის შეთანხმება და შესრულების უზრუნველყოფა;
- მოსავლის მოყვანის პროცესის და ლაბორატორიული შემოწმების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
- მოსავლის აღების შემდგომი პროცესის მეთვალყურეობის უზრუნველყოფა;
- პროდუქტის უწყვეტი მოწოდების უზრუნველყოფა შეთანხმებული გეგმის ფარგლებში;
- შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და შემდგომი უკუკავშირი ხელმძღვანელობასთან.
- ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრაციაში, უპირატესობა მიენიჭება სოფლის მეურნების პროფილით განათლებას.
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სოფლის-მეურნეობის სფეროში; დარგის სპეციფიკის ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა,
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა;
- კომუნიკაციის განვითარებული უნარები;
- რაციონალური აზროვნების უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პროფესიული ზრდის, სწავლისა და განვითარების სურვილი.
აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის და ავტომობილის ფლობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათა გასაუბრების რამდენიმე ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიზგავნოთ თქვენი CV 2020 წ. 4 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@gah.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/08/2020
ბოლო ვადა: 03/09/2020