მომსახურების კონსულტანტი

კრედო ბანკი

სამუშაოს აღწერა

თანამდებობა:           მომსახურების კონსულტანტი

ექვემდებარება:         სერვისცენტრის მენეჯერი

 

პოზიციის მიზანი:

 

მომსახურების კონსულტანტი სს „კრედო ბანკს” (კრედო) გაუწიოს მომსახურება, დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები;

 

სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი - 13:00 საათამდე);

 

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად.
  • ორგანიზაციის წინაშე პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა; 

 

სპეციფიკური:

  • საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის,  ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად  დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • მისალმება კლიენტის სერვისცენტრში შესვლისთანავე, კრედოს წარდგენა პოტენციური კლიენტებისათვის;
  • კლიენტისათვის დახმარების შეთავაზება და გაწევა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • არსებული თუ პოტენციური კლიენტების გადამისამართება შესაბამის პირებთან;
  • კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფაი;
  • სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
  • სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში;
  • კლიენტებისათვის დახმარების გაწევა სწრაფი გადახდის აპარატებთან;
  • კლიენტისთვის დახმარების გაწევა სესხის დაფარვის პროცესში (ასევე სერვისცენტრის შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება დაფარვის თაობაზე);
  • კომპეტენციის ფარგლებში, სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა (მათ შორის, მარკეტინგული მასალების);
  • სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა, ოფისის დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
  • კრედოს ადმინისტრაციული ფორმების/საბუთების მომარაგება;
  • მომსახურების სტანდარტების შესრულება;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
  • საჭიროებისამებრ, სერვისცენტრის მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სხვა დავალებების შესრულებაში. 

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით. 

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • ეფექტური ზეპირი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
  • კომუნიკალურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
  • თანამედროვებელი ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

გამოაგზავნეთ CV ელ. მისამართზე CV@credo.ge, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - „მომსახურების კონსულტანტი თბილისში“.

 

დედლაინი - 2020 წლის 28 სექტემბერი

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/09/2020
ბოლო ვადა: 28/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: