მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

Integra

კომპანიის  შესახებ

ინტეგრა წარმოადგენს სისტემურ ინტეგრატორს და არის გადაწყვეტილებების პროვაიდერი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მისია ინოვაციური IT ინფრასტრუქტურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით ბიზნეს პრობლემების გადაჭრაა. ჩვენი ბიზნესის მიმართულებებია: პროგრამულად გადაწყვეტილი მონაცემთა ცენტრები, ქსელები და უსაფრთხოება, ვიდეო ანალიტიკა.

 

სამუშაოს აღწერა

  • ახალი კლიენტების პოვნა, მათი კვალიფიცირება და კონტაქტი
  • პროფესიონალური პრეზენტაციების დაგეგმვა და ორგანიზება, რომლებიც გამოცდილების მქონე პრისელერ ინჟინრებთან ერთად ჩატარდება
  • შეთავაზებების შექმნა, ხელშეკრულებების წარმოება, ფასზე შეთანხმება, გაყიდვების პროგნოზების შემუშავება ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად
  • გაყიდვების სრული ციკლის ორგანიზება თქვენი გამოცდილების, პრაქტიკული მენეჯმენტისა და ტექნიკური გუნდის დახმარებით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება IT აღჭურვილობის/პროგრამირების გაყიდვებში
  • უნარებისა და ცოდნის ათვისების სურვილი იმისთვის რომ გახდეთ კომპეტენტური საკონტაქტო პირი თქვენი კლიენტებისთვის
  • გაყიდვების რთულ ასპექტებში სხვადასხვა ფაქტორებთან თავის გართმევის უნარი და მათი პროფესიონალურად წარმართვა
  • წარმატებისკენ სწრაფვა და თქვენი მიზნებამდე მიღწევის უნარი შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის დახმარებით
  • დამოწმებული ნამსახურეობის ნუსხა IT გადაწყვეტილებების წარმატებულ გაყიდვებში
  • თქვენი საკუთარი კლიენტების ბაზის არსებობა

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@integra.ge

გთხოვთ, წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 25/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: