მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

დეველოპერული კომპანია სიმეტრია

დეველოპერული კომპანია "სიმეტრია" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე: ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა; ** კომპანიის პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია, სოციალური მედიის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კავშირის საშუალებით; ** პოტენციური მომხმარებლებისგან დაფიქსირებული შენიშვნებისა თუ მოთხოვნების დაფიქსირება და დროული რეაგირება; ** დოკუმენტაციის მართვა და ყოველდღიური საჭირო ინფორმაციის მიწოდება გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტისთვის; ** გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით აქტიური თანამშრომლობა მარკეტინგისა და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან. ** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციიდან გამომდინარე; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი, აღნიშნულ პოზიციაზე ასევე განიხილება სტუდენტი, ფინანსების, მარკეტინგის ან/და მენეჯმენტის სპეციალობით; ** სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (წერა, მეტყველება) უცხო ენების და ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური, რუსული) ** ტექნიკური უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; საჭირო უნარ- ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** ორგანიზებულობა ** მომხმარებელზე ორიენტირება ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა დამატებითი ინფორმაცია: ** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი; კვირა დასვენება; ** სამუშაო საათები: 10:00 სთ- დან 19:00 სთ-მდე; შაბათი -11:00 -15:00 სთ-ამდე; ** ანაზღაურება: 600 - 800 ლარი (ნეტ) (+ ბონუსი) ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70ბ კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://www.simetria.ge/ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტო სურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@simetria.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას!

600 800 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/09/2020
ბოლო ვადა: 08/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: